|
2024-04-25 11:13:29, 334 ნახვა
საზოგადოება
შეხვედრა გამოფენის კურატორთან და ხელოვანთან „თიბისი კონცეპტში“
"თიბისის კონცეპტი", ქეთი კაპანაძის გამოფენის „საწამლავი წყვილისთვის“ ფარგლებში, 27 აპრილს, 15:00 საათზე ხელოვან ქეთი კაპანაძის და კურატორ ირინა პოპიაშვილის შეხვედრას მასპინძლობს. ხელოვანი და კურატორი ისაუბრებენ ქეთი კაპანაძის პერსონალურ გამოფენის შესახებ, რომელსაც "თიბისი კონცეპტის" მულტიფუნქციურ სივრცე მასპინძლობს. შეხვედრაზე განიხილავენ ხელოვანის სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრებს - მათი შექმნის ისტორიას, კონტექსტსა და მნიშვნელობას. "თიბისი კონცეპტის" ორივე საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია ხელოვანის ნამუშევრები, რომლებიც ქეთი კაპანაძემ, თითქმის 40 წლიანი შემოქმედების განმავლობაში, შექმნა. შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge -ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ შეხვედრაზე დასწრებას. ირინა პოპიაშვილი არის ხელოვნებათმცოდნე და კურატორი. 2013 წლიდან არის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის დეკანი და უნივერსიტეტის პროფესორი. 2013-2017 წლებში იყო Popiashvili Gvaberidze Window Project-ის დამფუძნებელი და დირექტორი. 2017 წლიდან არის კუნსტჰალე თბილისის თანადამფუძნებელი. 2012 წლის მარტი-ნოემბერი იყო თბილისის სახელმწიფო აკადემიის რექტორი. 2001-2012 წლამდე იყო Newman Popiashvili Gallery-ის თანამფლობელი. იგი არის მრავალი გამოფენის კურატორი, მათ შორის, 1999 წლის ქართული პავილიონი ვენეციის ბიენალეზე; 2004 წლის ფარაჯანოვის გამოფენა Zimmerli Art Museum-ში; 2012 - Reframing the 80s, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა; 2018 - “კარლო კაჭარავა დღეს”, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა. ქეთი კაპანაძე ცხოვრობს და მუშაობს საქართველოსა და გერმანიაში. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1984-1990). ქეთი 2000 წლიდან ცხოვრობს გერმანიაში. თავის შემოქმედებაში ის იძიებს იდენტობის თემას და ქალი ხელოვანის როლს საზოგადოებაში. ის მონაწილეობდა ისეთ საკვანძო ჯგუფურ გამოფენებში როგორებიცაა 1997 წლის IFA-ს გამოფენა From Painting to Photography; 1999 წელს After the Wall, Moderna Museet, Stockholm, 2009 წელს Born in Georgia, Cobra Museum ამსტერდამში, 2012 წელს Revising the 80s ეროვნულ გალერეაში, თბილისი. 2018 წელს დაიკარგა 12 ქალი, აბრეშუმის მუზეუმში თბილისში. 2016 წელს Kettler Verlag-მა გამოსცა ქეთი კაპანაძის მონოგრაფია What is Love. 2007 წელს იმყოფებოდა Cité des Arts-ის რეზიდენციაში პარიზში. მისი ნამუშევრები არის ბოხუმის მუზეუმის, შტუტგარტის სახელმწიფო გალერეის, Kunsthalle Göppingen-ის და Jane Voorhees Zimmerli Art Museum-ის კოლექციებში.
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)