19:53 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-16 15:45:37, 292 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე მშვიდობის ინდექსზე - „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ზუსტად იმისკენ არის მიმართული, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას ალტერნატივა არ გააჩნია. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრის „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი“ (IEP) მიერ გამოქვეყნებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, პოზიტიური მშვიდობის ინდექსით, საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის არის, სწორედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკით არის განპირობებული.

„ჩვენი პოლიტიკა ზუსტად იმისკენ არის მიმართული, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე. ხედავთ, რა ხდება მთელ მსოფლიოში, რეგიონში, როგორი დაძაბული და რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობაა. შესაბამისად, ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“ არჩეული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ხვალინდელი დღისთვის.

მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტარები და ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს გამჭვირვალობის კანონს აკრიტიკებს, მოგვიწოდებდნენ სანქციებზე მიერთებისკენ, მეორე ფრონტის გახსნაზე და ა.შ., მშვიდობის შენარჩუნება ამ ქვეყანაში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, არის უმნიშვნელოვანესი. სწორედ ამ მშვიდობით მოვახდენთ ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics