02:53 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-14 12:24:03, 406 ნახვა

საზოგადოება
ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი

ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ცხელი ხაზი მოქმედებს.

"შეგახსენებთ, რომ ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზის ნომრები:

+972 52-6919092;

+972 52-7583344;

+972 54-7386813;

მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას," - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. გაშვებული რაკეტების და დრონების 99 პროცენტი ისრაელმა და აშშ-მ ერთობლივად ჩამოაგდეს. ისრაელზე ირანის თავდასხმის შემდეგ სამედიცინო დახმარება 31-მა ადამიანს დაჭირდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics