17:02 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-06 22:42:14, 492 ნახვა

მსოფლიო
ბუდაპეშტში ათიათასობით ადამიანი ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ გამოვიდა

ბუდაპეშტის ცენტრალურ მოედანზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე. აქციის მონაწილეები ატარებენ ეროვნულ დროშებს და სკანდირებენ „ჩვენ არ გვეშინია“ და „ორბან გადადექი“. ამის შესახებ Reuters იუწყება.

საპროტესტო აქციებს უძღვება 43 წლის პიტერ მაგიარი, რომელიც დაქორწინებული იყო უნგრეთის იუსტიციის ყოფილ მინისტრზე ჯუდიტ ვარგაზე და რამდენიმე თანამდებობა ეკავა სხვადასხვა სამთავრობო უწყებებსა და ბანკებში. ის ახლა საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავს. მომიტინგეები აცხადებენ, რომ ენდობიან მას, რადგან „ის იყო ორბანის მთავრობაში და იცის, როგორ მუშაობს“.

მადიარმა პოპულარობა მოიპოვა თებერვალში, როდესაც გადადგა თანამდებობიდან და მკვეთრად გააკრიტიკა ვიქტორ ორბანი და დაადანაშაულა იგი მხოლოდ პირადი სიმდიდრის დაგროვებაში სუვერენული და აყვავებული უნგრეთის მშენებლობის ლოზუნგებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics