18:35 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-01 13:53:49, 717 ნახვა

მსოფლიო
IDF - ალ-შიფას საავადმყოფოში ოპერაცია დასრულებულია

ღაზას სექტორში, ალ-შიფას საავადმყოფოში "ჰამასის" წინააღმდეგ წარმოებული ოპერაცია დასრულებულია და ისრაელის ჯარი ტერიტორიას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე (IDF) დაყრდნობით ავრცელებს.

IDF-ის ცნობით, ოპერაციის დროს, რომელიც 18 მარტს დაიწყო, აიყვანეს 900 ეჭვმიტანილი, რომელთაგან 500-ზე მეტი ტერორიზმშია ბრალდებული.

"გარდა ამისა, ამ ოპერაციისას ისარაელის ძალებმა 200-ზე მეტი შეიარაღებული პირი მოკლეს.

დაღუპულთა და დაკავებულთა შორის არიან "ჰამასის" და პალესტინის "ისლამური ჯიჰადის" უმაღლესი მეთაურებიც.

ამავდროულად, ღაზას ცენტრალურ ნაწილში თავდასხმისას შვეულმფრენი დაეჯახა შენობას, რომელსაც იყენებდა "ჰამასი" და ასევე სხვა შენობას, რომელიც იყო აფეთქებული და გამოიყენებოდა "ჰამასის" ოპერატორების მიერ ჯარების დასაკვირვებლად", - აღნიშნულია IDF-ის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics