|
2024-04-01 12:05:44, 705 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო - 2025 წლიდან ბაზარზე ზედამხედველობასა და კონტროლს დამატებით 101 სამშენებლო პროდუქტი დაექვემდებარება
სამშენებლო პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა ბაზარზე კონტროლს ეკონომიკის სამინისტროს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ახორციელებს, მომავალი წლიდან კიდევ 101 დასახელების პროდუქტი დაემატება - შესაბამის დადგენილებაში ცვლილება საქართველოს მთავრობის სხდომაზე სამინისტროს ინიცირებით დაამტკიცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ცვლილებით განსაზღვრულ სამშენებლო პროდუქტებს შორისაა, ფიქსირებული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, გაზის ჩაქრობის სისტემების კომპონენტები, კვამლისა და სითბოს საკონტროლო სისტემები, ფიქსირებული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა - საფრქვევებისა და წყალის შესხურების სისტემების კომპონენტები, ხანძრის გამოვლინებისა და სახანძრო განგაშის სისტემები, ფიქსირებული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, შლანგის სისტემები, თბოიზოლაციის პროდუქტები, კომპოზიტური საიზოლაციო კომპლექტები/სისტემები, სახურავის საფარი, ქვის წყობა და მასთან დაკავშირებული პროდუქტები, იატაკზე დასაგები პროდუქტები, ბრტყელი მინა, პროფილირებული მინა და მინის ბლოკის პროდუქტები, ასევე ხისგან დამზადებული პანელები და ელემენტები, სივრცის გათბობის მოწყობილობები და ა.შ. „მნიშვნელოვანია, რომ დადგენილების ამოქმედებამდე, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო მჭიდრო კომუნიკაციაში იქნება კერძო სექტორთან, იგეგმება მათთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები, რომ ეკონომიკური ოპერატორები დეტალურად გაეცნონ რეგლამენტის მოთხოვნებს და ჰქონდეთ შესაძლებლობა, აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანონ სამშენებლო პროდუქტები. გარდამავალ პერიოდში, 2025 წლის 1 იანვრამდე, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, შემოწმების ფარგლებში გასცემს საჭირო რეკომენდაციებს საქართველოს ბაზარზე განთავსებული სამშენებლო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება სექტორს ცვლილებებთან ადაპტირებაში. როგორც სააგენტოში აცხადებენ, განახლებული ტექნიკური რეგლამენტით სამშენებლო პროდუქტებისთვის შეიქმნება ისეთი საკანონმდებლო სივრცე, რომლის პირობებშიც ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კონკრეტული მოთხოვნები იმპერატიულად იმოქმედებს ბევრად გაფართოებულ სფეროში, რაც, თავის მხრივ, მეტად ეფექტურად და მრავალმხრივ უზრუნველყოფს მომხმარებელთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოს სამშენებლო პროდუქტით გამოწვეული ზიანისგან დაცვას“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)