|
2024-03-30 16:08:41, 1487 ნახვა
ომი უკრაინაში
კალასი - უკრაინის ფრონტზე მყოფი ჯარისკაცები ამბობენ, რომ საბრძოლო მასალების დეფიციტის გამო დაჭრილების გამოყვანაც კი არ შეუძლიათ
ფრონტზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები ამბობენ, რომ საბრძოლო მასალების დეფიციტის გამო დაჭრილების გამოყვანაც კი არ შეუძლიათ, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა. როგორც კალასი აღნიშნავს, საბრძოლო მასალის უკრაინაში ჩატანის უზრუნველყოფით, უკრაინული ჯარი საპასუხო დარტყმას განახორცილებს, რაც ეფექტიანი ნაბიჯი იქნება. „ცოტათი შეშფოთებული ვარ, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთს ვამხნევებთ და ვაქებთ, მაგრამ უკრაინიდან მოდის ცნობები, რომ ჯარისკაცებამდე საბრძოლო მასალა არ აღწევს. თუ ამას უზრუნველვყოფთ და საბრძოლო მასალას უკრაინაში ჩავიტანთ და უკრაინული ჯარი საპასუხო დარტყმას განახორციელეს, ეს ეფექტიანი ნაბიჯი იქნება. ახლა ვკითხულობ მემორანდუმებს, რომლებშიც ფრონტზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები ამბობენ, რომ საბრძოლო მასალების დეფიციტის გამო დაჭრილების გამოყვანაც კი არ შეუძლიათ“, - განაცხადა კაია კალასმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)