13:37 - 20 Aug, 2026
|
2024-03-29 22:28:24, 1439 ნახვა
ომი უკრაინაში
შმიგალი - წუხელ რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემაზე ბარბაროსული თავდასხმები განაგრძო
წუხელ რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემაზე ბარბაროსული თავდასხმები განაგრძო, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. როგორც შმიგალი აღნიშნავს, რუსეთის სარაკეტო თავდასხმამ დააზიანა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დნეპროპეტროვსკის, ვინიცის, ივანო-ფრანკოვსკის, ლვოვის, ჩერკასისა და ჩერნოვცის ოლქებში. „უკრაინას სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად და თავისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განხილვის მთავარი თემა“, - განაცხადა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)