15:13 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-28 14:24:05, 609 ნახვა

საზოგადოება
გენერალური პროკურორის მოადგილე სირაკუზის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტს და გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტს, ჟან-ფრანსუა ტონის და ინსტიტუტის გენერალურ დირექტორს, ფილიპო მუსკას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსი მირიან მეგრელიშვილი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე გიორგი დგებუაძე ესწრებოდნენ.

"შეხვედრის ფარგლებში, სირაკუზის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლებმა მასპინძელ მხარეს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების რეგიონული სასწავლო პლატფორმა (REACT) გააცნეს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პროკურატურის პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის საპილოტე სასწავლო პროგრამის განხორციელება იგეგმება. სასწავლო პროგრამა მოიცავს პროკურორებისა და გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განსჯად ისეთ დანაშაულებზე, როგორებიცაა ომის დანაშაული, აგრესია, გენოციდი და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები.

შეხვედრის დასასრულს მხარეები საგანმანათლებლო, სასწავლო, კვლევითი და აკადემიური აქტივობების მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
"ქართულმა ოცნებამ" ევროსასამართლოში გამოხატვის თავისუფლების საქმეზე დავა წააგო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics