15:12 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-27 12:10:15, 591 ნახვა

საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოში OSCE-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

დაცული ტერიტორიების სააგენტოში ტაჯიკეთის დაცული ტერიტორიების, გარემოსდაცვითი კომიტეტის და უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის OSCE წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე, ტაჯიკეთის დელეგაციის წევრები საქართველოში დაცული ტერიტორიების მართვის სისტემის და დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს გაეცნენ. 

"მხარეებმა გარემოსდაცვითი და ეკოტურისტული მიმართულებით ორი ქვეყნის დაცულ ტერიტორიებზე განხორციელებული პროექტებისა და მიზნების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების დაცვა-მონიტორინგის კუთხით თანამედროვე ტექნოლოგიებზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება დაცული ტერიტორიების მართვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება; მხარეები სამომავლო თანამშრომლობის საკითხზე შეთანხმდეთ. 

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ მტირალას, ქობულეთის, კინტრიშის, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე, წალკის და მარტვილის კანიონებზე, სათაფლიას, პრომეთეს და თეთრა მღვიმეებში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში და განხორციელებულ პროექტებს და მართვის სპეციფიკას გაეცნენ",- ნათქვამია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
"ქართულმა ოცნებამ" ევროსასამართლოში გამოხატვის თავისუფლების საქმეზე დავა წააგო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics