21:41 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-25 14:41:52, 731 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის შს მინისტრი - რუსეთი დეზინფორმაციისა და მიგრანტების დახმარებით, ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აგრძელებს

რუსეთი, დეზინფორმაციისა და მიგრანტების დახმარებით, ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აგრძელებს, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ფეზერი აღნიშნავს, რუსეთი მიმართავს როგორც ჯაშუშობას და პროპაგანდას, ისე მესამე ქვეყნების მოქალაქეების "სასტიკ ექსპლუატაციას, რომლებიც ჩაჰყავთ ისეთი ქვეყნების საზღვრებთან, როგორიცაა ფინეთი".

"ევროპა ფაქტობრივად დგას ახალი მასშტაბის საფრთხეების წინაშე, რაც თან ახლავს რუსეთის აგრესიას უკრაინაში", - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics