21:41 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-25 12:52:52, 632 ნახვა

მსოფლიო
CNN - Crocus City Hall-ზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს პატიმრობა შეეფარდა

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ Crocus City Hall-ზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულ 4 პირს - დალერჯონ მირზოევს, მუროდალი რაჩაბალიზოდეს, შამსიდინ ფარიდუნსა და მუჰამადსობირ ფაიზოვს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მედიის ცნობით, მათ ტერორისტული აქტის ჩადენაში ედებათ ბრალი, რაც რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია TASS-ის ინფორმაციით, სამმა ბრალდებულმა ყველა ბრალდება აღიარა.

როგორც მედია წერს, ოთხივე არის ტაჯიკეთიდან, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან და რუსეთში დროებითი ან ვადაგასული ვიზებით იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რუსეთში, Crocus City Hall-ზე თავდასხმა 22 მარტს მოხდა. საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტის დაწყებამდე გახსნა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 137 ადამიანი, დაშავებულია 182 პირი. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებებში 97 მოქალაქე რჩება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics