21:38 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-20 13:47:56, 409 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ უმაღლეს საფეხურზეა და კვლავ ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში

კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ქართველი სამართალდამცავების წარმატებით მუშაობას ასახავს, არის ტრეფიკინგის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გასული წლის ანგარიში, რომლის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების მიხედვით, 2023 წელსაც საქართველო მსოფლიოს მასშტაბით უმაღლეს საფეხურზე - პირველ კალათაში იკავებს ადგილს.  ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

„მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, ტრეფიკინგის დანაშაულის ჩადენისთვის, ბრალი წარედგინა 15 პირს; პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 71 პირის მიმართ; 4 სისხლის სამართლის დანაშაულზე პასუხისგებაში მიცემულია 3 „კანონიერი ქურდი“; ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის,  პასუხისგებაში მიცემულია 284 პირი; კიბერდანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა 200 პირზე დაიწყო“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics