23:39 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-20 11:18:58, 1156 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვა - მთავრობა ხანძრის და სტიიქის შედეგად დაზარალებულ 197 ოჯახს დაეხმარება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრებმა სტიქიის და ხანძრის შედეგად დაზარალებული 197 ოჯახის დახმარების საკითხი განიხილეს. აქედან 38 ოჯახი ხანძრის, ხოლო 159 ოჯახი სტიქიის შედეგად დაზარალდა.

კომისიის რეკომენდაციით, დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების აღდგენა-გამაგრების და ადგილმონაცვლეობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, ჯამში 1 591 371 ლარი გამოეყოფათ.

სხდომას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა. 

„შერეული სამთავრობო კომისიის მორიგ სხდომაზე წარმოდგენილი იყო რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან, ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარების საკითხი. კომისიის წევრებმა 196-ვე საკითხზე დადებითი რეკომენდაცია გასცეს. რეკომენდაცია დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში მთავრობის თავმჯდომარეს გადაეგზავნება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილე, ედუარდ ნაკაშიძემ. 

გასულს წელს სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად გამოიყო 4 676 395 ლარი, ფინანსური დახმარება გაეწია 520 ოჯახს.

ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics