|
2024-03-16 15:38:02, 940 ნახვა
პოლიტიკა
ალიევი - მხარდამხარ ორი მეგობრული, მოძმე ქვეყანა ერთად ვივლით წინ
მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო საჯაროდ – ყოველთვის და მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების დაცულობის მხარდამჭერნი, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა. როგორც ილჰამ ალიევმა აღნიშნა, არც ერთი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორია არ შეიძლება იქნეს შეცვლილი, საერთაშორისო სამართლის ნორმები უნდა იყოს ყველასთვის ერთი, დისკრიმინაცია არ უნდა ხორციელდებოდეს „წლების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი განცხადებები გავაკეთეთ საერთაშორისო ორგანიზაციებშიც, მხარი გვაქვს ერთმანეთისთვის დაჭერილი და ამას გავაგრძელებთ. არც ერთი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორია არ შეიძლება იქნეს შეცვლილი, საერთაშორისო სამართლის ნორმები უნდა იყოს ყველასთვის ერთი და დისკრიმინაცია არ უნდა ხორციელდებოდეს. აზერბაიჯანი წლების განმავლობაში ოკუპირებული იყო და შეძლო თავისი ტერიტორიების დახსნა. კარგად ვიცით, რომ საერთაშორისო სამართალი ხანდახან შეიძლება, იყოს ძალით უზრუნველყოფილი. ეს არის ლეგიტიმური, ალტერნატივა გაერო-ს ქარტიის კონტექსტში, რომელიც გულისხმობს, რომ ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, თავდაცვის მიზნით, გამოიყენოს ეს უფლება ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში არის ძალიან დიდი მნიშვნელობის. მეზობელი, მეგობარი ქვეყნის მთავრობის მეთაურის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა ვთქვა, რომ ამ შესავლის შემდეგ, ჩვენი ურთიერთობა დიდ მეგობრობაში გადაიზრდება, რადგან ხალხს აქვს მეგობრული ურთიერთობა, დელეგაციებს ერთად უმუშავიათ ბევრი წლის განმავლობაში და მეგობრებად იქცნენ უკვე. მხარდამხარ ჩვენ, ორი მეგობრული და მოძმე ქვეყანა ერთად ვივლით წინ და ყველა საკითხს ერთად გადავჭრით. კიდევ ერთხელ, ბატონო პრემიერო, მოგესალმებით აზერბაიჯანში“, – განაცხადა ალიევმა.
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)