|
2024-03-14 15:39:06, 702 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - სიახლე არავისთვისაა, რომ „ენჯეოები“ დღეს ჩვეულებრივ პოლიტიკურ პარტიებად ჩანან და მხარეს წარმოადგენენ
მგონია, რომ ეს არის მათი პატრონების დავალება, საიდანაც იმართებიან და ვისი ინტერესიც არის, რომ ქვეყანაში იყოს დაძაბულობა და რყევები,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც ჟურნალისტმა მას „ენჯეოების“ მხრიდან ქართული მართლმსაჯულების ე.წ. კლანად მოხსენიებაზე გაკეთებული განცხადებების შეფასება სთხოვა. თბილისის მერის თქმით, „გარკვეული ძალები სწორედ ამ ადამიანების ხელით აღვივებენ პოლარიზაციას და დაპირისპირებას ქვეყანაში". „არავისთვის არაა ახალი ის, რომ „ენჯეოები" დღეს ჩვეულებრივ პოლიტიკურ პარტიებად ჩანან და მხარეს წარმოადგენენ. რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როდესაც 2020 წლის არჩევნებზე, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც პარალელურ დათვლებს აკეთებდა, გააყალბა პარალელური დათვლები იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა შემოეტანა, რევოლუცია და გადატრიალება მოეწყოთ. რაზე ვსაუბრობთ?! ეს არასამთავრობო ორგანიზაციები არიანი ისინი, ვინც თავს ესხმიან სხვადასხვა ინსტიტუციას, ეკლესიას, სარწმუნოებას, ყველა მიმართულებით, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ყველაფერს კადრულობენ და აკეთებენ, რომ ვიღაცას ტალახი ესროლონ“,- განაცხადა კალაძემ.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)