|
2024-03-12 15:15:57, 905 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია - სააკაშვილი ძალიან მყარად დგას ხუთიანზე
მინდა ყველას გავაგებინო, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან მყარად დგას ხუთიანზე, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. ალასანიას თქმით, "არც ოთხიანისკენ, არც ექვსიანისკენ ექსპრეზიდენტის გადახრა არ იქნება". "დღევანდელი შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მინდა ყველას გავაგებინო, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან მყარად დგას ხუთიანზე. ხუთიანი არის მისი არჩევანი და არავითარი გადახრა არც მარჯვნივ, არც მარცხნივ მისგან არ იქნება. ყველას საყურადღებოდ, მისი არჩევანი რჩება ხუთიანი. არც ოთხიანისკენ, არც ექვსიანისკენ მისი გადახრა არ იქნება, მისი არჩევანი არის ხუთიანი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად დავინახე და გავიგე, ადამიანებს, რომლებსაც აცვიათ მაისური მიხეილ სააკაშვილის წარწერით, მიდიან ხალხთან და ატყუებენ, ეუბნებიან, რომ ისინი არიან მიშა სააკაშვილის გვერდით - ისინი არ არიან მიშას გვერდით, მიშას გვერდით არის ხუთიანი! ეს ყველამ იცოდეს",- განაცხადა ალასანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)