|
2024-03-12 14:15:24, 624 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ძალიან მძიმეა, როდესაც ვხედავთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში გამართულ შეხვედრებზე ყოფილ თანამდებობის პირებს, რომლებსაც უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, ევროსტრუქტურებში გამართულ შეხვედრებში ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობასთან დაკავშირებით. კალაძის განცხადებით, ამ ტიპის გადაწყვეტილებები და ქმედებები აზიანებს საქართველოსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის ურთიერთობებს. „ძალიან მძიმეა, როდესაც ვხედავთ ასეთ გადაწყვეტილებებს და ამ ადამიანებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში გამართულ ოფიციალურ შეხვედრებზე. ესენი არ არიან ჩვეულებრივი ადამიანები, ესენი არიან კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებსაც უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი. ქართველი ადამიანის წარმოდგენაში რა არის ევროპა და ევროპული ღირებულებები? - ევროპა დაფუძნებულია იმ ფუნდამენტურ ფასეულობებზე და პრინციპებზე, რაც თითოეული ჩვენგანისთვის არის მნიშვნელოვანი. ეს არის სამართლიანობა, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებები, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების დაცულობა - ეს ყველაფერი წლების წინ უგულებელყოფილი იყო და გვახსოვს, რა ხდებოდა. შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტილებები და ქმედებები, რა თქმა უნდა, აზიანებს ამ ურთიერთობებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)