|
2024-03-11 14:13:55, 942 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ESG & Sustainability მიმართულების ხელმძღვანელი ანა ოსაძე „მდგრადი დაფინანსების ფორუმში“ იღებდა მონაწილეობას
„საქართველოს ბანკის“ ESG & Sustainability მიმართულების ხელმძღვანელი ანა ოსაძე „მდგრადი დაფინანსების ფორუმში” იღებდა მონაწილეობას საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC), IFC-ის პარტნიორ შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოსთან და IFC-ის მხარდაჭერით მოქმედ მდგრად საბანკო და საფინანსო ქსელთან თანამშრომლობით რიგით მეხუთე „მდგრადი დაფინანსების ფორუმი“ გამართა. წელს ფორუმს 15 ქვეყნის 200-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. ექსპერტები ევროკავშირიდან, საქართველოს ეროვნული ბანკების მენეჯერული რგოლის, ფინანსური ინსტიტუტების, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები პანელური დისკუსიის ფარგლებში განიხილავდნენ როგორც გლობალურ, ასევე ლოკალურ გამოცდილებასა და თანამედროვე ტენდენციებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და საქართველოს მსგავს ქვეყნებში მდგრად ფინანსურ განვითარებას. ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, აკადემიისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრები. ფორუმის პანელზე: „კერძო სექტორის პერსპექტივა: ინიციატივებიდან და რეგულაციებიდან იმპლემენტაციამდე - გამოწვევები და წარმატების ისტორიები“ სპიკერის ამპლუაში „საქართველოს ბანკის“ გამოცდილებაზე ფინანსური ინსტიტუტის ESG & Sustainability მიმართულების ხელმძღვანელი ანა ოსაძე საუბრობდა. ანა ოსაძემ პანელის ფარგლებში მონაწილეებს „საქართველოს ბანკის“ გამოცდილება გაუზიარა ESG & Sustainability მიმართულებით განხორციელებული ინიციატივების, რეგულაციებთან ადაპტაციის, არსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევის გზების შესახებ. ასევე, მან ყურადღება გაამახვილა მდგრადი განვითარების მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე. „საქართველოს ბანკში", ESG სტრატეგია, ბიზნეს სტრატეგიის ნაწილია, შესაბამისად, ფინანსური ინსტიტუტის მწვანე პორტფელი წლიდან წლამდე იზრდება. ეს, ერთი მხრივ, უკავშირდება ბიზნესების ცნობიერების ამაღლებას მწვანე ინიციატივების, არა მხოლოდ გარემოზე ზიანის შემცირების3, არამედ ფინანსური მომგებიანობის შესახებ, მეორე მხრივ კი ჩვენს ძალისხმევას, რაც შეიძლება გავზარდოთ მდგრადი დაფინანსების წილი ჩვენს პორტფელში და შევამციროთ რისკები. მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერას ამ მიმართულებით და იმ ფინანსური თუ სხვა სახის ხელშემწყობ ფაქტორებს, რომელთა საშუალებითაც გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი მომხმარებლები და ხელი შევუწყოთ ბიზნესების მდგრად განვითარებას საქართველოში“, - აღნიშნავს ანა ოსაძე, „საქართველოს ბანკის“ ESG & Sustainability მიმართულების ხელმძღვანელი.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)