16:30 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-02 15:37:05, 628 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - შემოგვთავაზონ ვერსიები, როგორ გავმიჯნოთ ნებისმიერი ადამიანის უფლებები, არატრადიციული ცხოვრების წესის მიუხედავად და ლგბტ პროპაგანდა

მესამეა დღეა ჩვენ ველოდებით ჩვენი ოპონენტების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, გვიერთდებიან თუ არა მიდგომაში, რომ ადამიანის უფლებების განუხრელ დაცვასთან ერთად, ამ უფლებების დაცვის ხარისხის აწევასთან ერთად, უნდა ვებრძოლოთ თუ არა ფსევდოლიბერალური ხასიათის პროპაგანდას, რასაც მაგალითად ლგბტ პროპაგანდა ჰქვია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ოპონენტების მხრიდან მკაფიო პასუხი დღემდე ვერ მიიღეს, თუ როგორ შეიძლება მოხდეს განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების უფლებების გამიჯვნა ლგბტ-პროპაგანდისგან.

„ჩვენ მკაფიო პასუხი მესამე დღეა ვერ მივიღეთ ჩვენი ოპონენტებისგან ზოგად საკითხზე, არათუ რაიმე დაწერილ ნორმაზე, რომელიც ჯერ არ არსებობს, ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ შემოგვთავაზონ ვერსიები, როგორ გავმიჯნოთ მკაფიოდ ისე უფლებები, ნებისმიერი განსხვავების მიუხედავად, ნებისმიერი არატრადიციული ცხოვრების წესის მიუხედავად, ნებისმიერი ადამიანისა და ლგბტ პროპაგანდა მაგალითად და ამაზე ჩვენ კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 
 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics