15:49 - 20 Aug, 2026
|
2024-02-28 18:56:04, 1435 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიმართული იქნება უკრაინის გაძლიერებაზე, კარგი იქნება მთელი მსოფლიოსთვის
მსოფლიო ლიდერების ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიმართული იქნება უკრაინის გაძლიერებაზე რუსული აგრესიის მოსაგერიებლად, კარგი იქნება მთელი მსოფლიოსთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, მთავარი ფუნდამენტური ინიციატივა ამ დროისთვის არის ის, რომ პარტნიორებმა შეასრულონ წინა შეთანხმებები უკრაინისთვის იარაღის დროულად მიწოდების თაობაზე. „მე არ ვყოფილვარ იმ სამიტზე, სადაც მაკრონმა გააჟღერა იდეა. მან თქვა, რომ ისაუბრებდა ახალ შესაძლებლობებზე, როგორ უნდა გაძლიერდეს უკრაინა და გამიზიარებს ინფორმაციას, როცა ის უკრაინაში ჩამოვა. ის მარტის შუა რიცხვებში უნდა ჩამოვიდეს. თუ რაიმე ინიციატივა გააძლიერებს უკრაინას, ეს კარგი იქნება მთელი მსოფლიოსთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)