|
2024-02-25 13:54:36, 974 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი - აგრესორზე ერთობლივი ზეწოლა მნიშვნელოვანია - ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლებისმოყვარე ერს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს რუსეთ-უკრაინის ომის 2-წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომიმართვისთვის მადლობას უხდის. ზელენსკის განცხადებით, "აგრესორზე ერთობლივი ზეწოლა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რუსეთის ყველაზე მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს". "მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო! აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს. ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლებისმოყვარე ერს",- წერს ზელენსკი სალომე ზურაბიშვილის პასუხად სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის მიერ ფათომასშტაბიანი ომის წამოწყებიდან 2-წლისთავზე სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ "რუსეთმა უკრაინის სიმტკიცის გატეხვა ვერ შეძლო".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)