18:48 - 07 Jul, 2026
|
2024-02-24 12:50:10, 720 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ეს 2 წელი ყველაზე მეტად ის მტანჯავს, რომ უკრაინაში არ ვარ და არ მაქვს შესაძლებლობა თქვეთან ერთად ვიდგე
ეს ორი წელი, ყველაზე მეტად ის მტანჯავს, რომ უკრაინაში არ ვარ და შესაძლებლობა არ მაქვს, გვერდიგვერდ ვიდგე ჩემს ძვირფას გმირ დამცველებთან ერთად, - ასე ეხმაურება საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ წლისთავს. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელებს სწრაფი და დამსახურებული გამარჯვება უსურვა. "ძვირფასო უკრაინა, მთელი ეს ორი წელი, ყველაზე მეტად ის მტანჯავს, რომ უკრაინაში არ ვარ და შესაძლებლობა არ მაქვს, გვერდიგვერდ ვიდგე ჩემს ძვირფას გმირ დამცველებთან ერთად, რომლებითაც ძალიან ვამაყობ და მენატრება. სწრაფ, დამსახურებულ გამარჯვებას ვუსურვებს უკრაინას, რომელშიც ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი", - წერს სააკაშვილი "ფეისბუქზე".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)