11:34 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-23 22:18:19, 759 ნახვა

მსოფლიო
ნავალნის პრესმდივანი - ნავალნის დედას ულტიმატუმი წაუყენეს, დათანხმდეს შვილის საიდუმლოდ დაკრძალვას ან გარდაცვლილს კოლონიაში დაკრძალავენ

ალექსეი ნავალნის დედას ულტიმატუმი წაუყენეს, სამი საათის განმავლობაში დათანხმდეს შვილის საიდუმლოდ დაკრძალვას, წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაცვლილის ცხედარს იმ კოლონიაში დაკრძალავენ, სადაც სასჯელს იხდიდა, - ამის შესახებ გარდაცვლილი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში იუწყება.

იარმიშის თქმით, ნავალნის დედამ უარი განაცხადა საგამოძიებო კომიტეტთან მოლაპარაკებების წარმოებაზე, რადგან „მათ უფლებამოსილება არ აქვთ, თუ სად და როდის დაკრძალონ მისი შვილი“.

„ერთი საათის წინ ალექსეის დედას გამომძიებელმა დაურეკა და ულტიმატუმი წაუყენა: ან მომდევნო სამი საათის განმავლობაში დათანხმდება საიდუმლო დაკრძალვას, საჯარო გამომშვიდობების გარეშე, ან ალექსეის კოლონიაში დაკრძალავენ“, - განაცხადა კირა იარმიშმა.

შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics