06:57 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-11 19:32:36, 686 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის“ სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის“ სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფის წევრებმა მინისტრს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში ქალთა ჩართულობის გაზრდისათვის დაგეგმილი აქტივობები გააცნეს.

თეა წულუკიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის მხარს უჭერს პარლამენტსა და პოლიტიკურ პარტიებში კვოტირების სისტემის შემოღებას, რადგან საქართველოში, ზოგიერთი სხვა ქვეყნისაგან განსხვავებით, ეს საკითხი, პრაქტიკის თვალსაზრისით, არასოდეს ყოფილა დარეგულირებული.

წულუკიანი მიიჩნევს, რომ კვოტირება ხელს შეუწყობს ქალებს, უფრო აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის  პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ცნობისთვის, „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის“ სამუშაო ჯგუფი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს აერთიანებს. მისი წევრები კვოტირების სისტემის შემოღების საკითხებზე კონსულტაციებს პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებსა და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მართავენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია იუსტიციის მინისტრმა ყოველწლიურ კონფერენციაზე − „გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად“  გამოხატა.

„ძალიან კარგად მესმის, რომ წლების მანძილზე ვარ უმცირესობაში, მაგრამ ხმამაღლა ვაცხადებ, რომ მე ვემხრობი, ინსტიტუციური კულტურა შეიცვალოს ქვეყანაში, რომ კანონით დადგინდეს კვოტები ქალებისთვის პარლამენტსა და პარტიებში... ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი ქალია, რომელთაც სურთ ამგვარი აქტიურობა და უნდა შევუქმნათ ყველა პირობა ამისთვის, რომ გამოვიდნენ იმ გარემოდან, სადაც დღეს არიან და ჩაერთონ პოლიტიკაში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics