|
2024-02-22 10:34:26, 557 ნახვა
პოლიტიკა
ჩიქოვანი - ნატოში ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმსა და თავდადებას მაღალ დონეზე აფასებენ
ნატოში ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმსა და თავდადებას მაღალ დონეზე აფასებენ, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „იმედი LIVE“ ჩართვისას განაცხადა. ჩიქოვანის თქმით, ალიანსის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი სახელმწიფო არ არის. „ჩვენ რეგიონში ვართ ერთ-ერთი სანდო, დასაყრდენი პარტნიორი და ეს ყველაფერი დამტკიცდა არაერთხელ, როდესაც საქართველო წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ნატოს მისიებში“, - განაცხადა ჩიქოვანმა. მისივე თქმით, ალიანსთან თანამშრომლობა ყოველწლიურად ვითარდება როგორც ალიანსის წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში, ასევე ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმის ფარგლებში, რაც საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისკენ არის მიმართული. „არსებობს წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები კონკრეტულ სახელმწიფოებთან და ამის არაერთი მაგალითი გვინახავს. მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია ერთობლივი წვრთნები, რომელსაც ვატარებთ ნატოსთან ერთად. მნიშვნელოვანია, ასევე, ის შესაძლებლობები, რომელსაც ვქმნით როგორც ქართველი სამხედროებისთვის, ისე ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს სამხედროებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა“, - დასძინა თავდაცვის მინისტრმა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)