|
2024-02-21 18:02:30, 1197 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისათვის, სამინისტროს სიგელით მედდა და ქირურგი დააჯილდოვა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, ბათუმის N 4 პოლიკლინიკაში, საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით და აჭარის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისათვის, სამინისტროს სიგელით დააჯილდოვა მედდა, ანტონინა ფომენკო და ქირურგი, აბესალომ აკობია. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრთან ერთად, დაჯილდოებულებს საიუბილეო თარიღი მიულოცა დევნილთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბადრი კობალაძემ. "სამინისტროს სახელით, ვულოცავთ ქალბატონ ანტონინას 80 წლის იუბილეს, რომელსაც 64 წლიანი პროფესიული საქმიანობის გამოცდილება აქვს. ემსახურება უმნიშვნელოვანეს მიმართულებას - მოსახლეობის იმუნიზაციას. 70 წლის იუბილეს ვულოცავთ, ასევე ბატონ აბესალომს. იგი გახლავთ აფხაზეთიდან დევნილი და პოლიკლინიკას 1992 წლიდან შემოუერთდა, მანამდე ქირურგიულ საქმიანობას ეწეოდა ოჩამჩირეში. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და მადლობას გიხდით მაღალპროფესიული საქმიანობისათვის“, - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)