20:53 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-21 13:06:17, 743 ნახვა

პოლიტიკა
„2006 წელს ტერორისტული დანაშაული ჩაიდინეს“ - დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 3 პირს პატიმრობა მიუსაჯა

დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, 3 პირს პატიმრობა მიესაჯა.

მათი ინფორმაციით, გეორგი გოგიჩაევმა, ალან კარკუსოვმა და იანიკ კარკუსოვმა "2006 წელს, საქართველოს სპეცსამსახურების დავალებით, ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ, რამდენიმე ტერორისტული დანაშაული ჩაიდინეს".

"მსჯავრდებულები დამნაშავედ ცნეს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაში და ექსტრემისტული ხასიათის სხვა დანაშაულებში, კერძოდ, იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტრანსპორტირებისა და წინასწარი შეთქმულებით ტერორისტული აქტის ჩადენასთან დაკავშირებული ქმედებებისთვის“, - ნათქვამია ე.წ. სასამართლოს განცხადებაში.

ე.წ. სასამართლოს პრესსამსახურის ცნობითვე, გეორგი გოგიჩაევსა და ალან კარკუსოვს 19-წლიანი, იანიკ კარკუსოვს კი 22-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

აღსანიშნავია, რომ თავად მსჯავრდადებულები სხდომას არ ესწრებოდნენ, ვინაიდან ისინი მიმალვაში იმყოფებიან და მათზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ძებნა აქვთ გამოცხადებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics