06:57 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-11 19:01:04, 695 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის დეპუტატებთან მეორე სამუშაო შეხვედრა გამართა

 იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მეორე შეხვედრა გამართა საქართველოს პარლამენტის დეპუტატების იმ ჯგუფთან, რომლის მუშაობის მიზანიც სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობისა და იქ მცხოვრები ეთნიკური უმცირესობისათვის საბუთებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაა.

შეხვედრას პარლამენტის მხრიდან ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი - ენზელ მკოიანი, ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი - სამველ პეტროსიანი და პარლამენტარი „ქართული ოცნებიდან“ - რუსლან პოღოსიანი ესწრებოდნენ. იუსტიციის მინისტრთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები მიხეილ სარჯველაძე და ალექსანდრე ტაბატაძე. ჯგუფის სამუშაო პროცესში ჩართულია სსიპ სერვისების განვთარების სააგენტოს ხელმძღვანელობა და სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსი სოსო გიორგაძე.

პირველი ასეთი შეხვედრა 2014 წლის 17 დეკემბერს დეპუტატ რუსლან პოღოსიანის ხელშეწყობით გაიმართა, რამაც საფუძველი ჩაუყარა სერვისების განვითარების სააგენტოსა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ადგილობრივ ბიუროს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას. თანამშრომლობის შედეგად, ასეულობით ადამიანის ინდივიდუალური პრობლემა მოგვარდა. 

 „ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატთან ჩვენი მოქალაქეებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე თანამშრომლობა ძალიან დადებითი გამოცდილებაა და მიხარია, რომ ჩვენს მუშაობაში ახლა უკვე ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატიც აქტიურად ჩაერთო. ჩვენი შეხვედრები გაგრძელდება მანამ, სანამ თითოეული მოქალაქის პრობლემა ბოლომდე არ იქნება გადაჭრილი. ნინოწმინდის შემთხვევაში, ჩვენ ვნახეთ, მაგალითად, რომ სამუშაო პროცესმა ათობით ისეთი პირი გამოკვეთა, რომელსაც საბჭოთა პერიოდის მერე არასოდეს არც ერთი საბუთი არ ჰქონია და სხვებთან ერთად, ამ პირების პრობლემებსაც ვაგვარებთ", - განაცხადა შეხვედრის დასასრულს იუსტიციის მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics