|
2024-02-20 11:57:26, 516 ნახვა
პოლიტიკა
ბითაძე - ვისმენთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ინფორმაციას, თითქოს ისინი ემიჯნებიან ენმ-ს და ქმნიან ევროპულ გაერთიანებას - ეს არის მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრა
ბოლო თვეებში და განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, აქტიურად ვისმენთ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის - "ნაციონალური მოძრაობის" ახალი სახეების მხრიდან ინფორმაციას, თითქოს ისინი ემიჯნებიან "ნაციონალურ მოძრაობას" და ქმნიან რაღაც ახალ, სუფთა, უმწიკვლო და ევროპულ გაერთიანებას. ეს არის ჩვენი მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებას არ დავიწყებია, თუ ვინ იყო "ნაციონალური მოძრაობის" სახე, ან ვინ აპირებს დღეს გახდეს ამ პარტიის წარმომადგენელი. ბითაძის განმარტებით, ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია სალომე ზურაბიშვილის როლი, რომელიც "ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს". "არც თუ ისე დიდი დრო გასულა, რომ დაგვვიწყებოდა, ვინ იყო "ნაციონალური მოძრაობის" სახე ან ვინ აპირებს დღეს, გახდეს "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წარმომადგენელი. ამ ფორმატში, განსაკუთრებით იკვეთება სალომე ზურაბიშვილის როლი, რომელიც ერთის მხრივ, ოპოზიციას მოუწოდებს გაერთიანებისკენ, მეორე მხრივ, ცდილობს, მუდმივად დააზიანოს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ყველა ის ნაბიჯი, რამაც ჩვენ კანდიდატის სტატუსის მიღებამდე მიგვიყვანა. ამასობაში, ვხედავთ ოპოზიციის რაღაც უტოპიურ გეგმებს ალტერნატიული მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით, სადაც პრემიერ-მინისტრად გიორგი ვაშაძე გვევლინება და ძალიან გაგვახარა ამით. ვისმენთ სალომე ზურაბიშვილის მცდელობას, დააპროგრამოს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ მან ვერ გაიგო, რომ საქართველოს მოსახლეობას თავისი მოსაზრება ძალიან მკაფიოდ აქვს გამოკვეთილი კოალიციური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით. ვერანაირი სალომე ზურაბიშვილის, უცხოელი ექსპერტის ან არასამთავრობო ორგანიზაციის მოწოდება, რომ შეიქმნას კოალიციური მთავრობა, ვერ ჩაანაცვლებს არჩევნებს",- განაცხადა მაია ბითაძემ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)