21:46 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-19 22:19:46, 678 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე საკადრო გადაწყვეტილება მიიღეს

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მიიღეს. უმრავლესობის ლიდერის პოზიციაზე უმრავლესობის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს მამუკა მდინარაძის კანდიდატურას, ხოლო პარლამენტის ვიცე-სპიკერის ვაკანტურ პოზიციაზე უმრავლესობა ნინო წილოსანს წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "ქართული ოცნება" ავრცელებს.

პარტიის ცნობით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ უმრავლესობის წევრებმა, ასევე ერთხმად, მხარი დაუჭირეს რატი იონათამიშვილის, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ - გია ცაგარეიშვილის კანდიდატურას.

"აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ წარდგენილია გელა სამხარაული, რომელიც მანამდე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა, ხოლო პირველი მოადგილის პოზიციაზე უმრავლესობა მხარს ირაკლი დაჩი ბერაიას დაუჭერს.

რაც შეეხება მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებს, განსახილველ საკითხებს შორისაა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები.

პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატები ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, ხოლო ინტერპელაციის წესით - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას მოუსმენენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics