14:44 - 25 Jun, 2026
|
2024-02-19 16:31:53, 683 ნახვა
მსოფლიო
ფაშინიანი - სომხეთი უკრაინის საკითხში რუსეთის მოკავშირე არ არის
სომხეთი უკრაინის საკითხში რუსეთის მოკავშირე არ არის, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მიუნხენისა და მეზობელი რეგიონების სომხური თემის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ფაშინიანი აღნიშნავს, სომხეთის საგარეო პოლიტიკური ამოცანაა, შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. „ევროკავშირთან და ზოგადად, ყველა ჩვენს დასავლელ პარტნიორთან ურთიერთობაში, მე მნიშვნელობას ვანიჭებ არა მხოლოდ მატერიალურ, არამედ ღირებულებებზე დამყარებულ ურთიერთობებს. ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან დღეს დემოკრატიის წყალობით ვითარდება. ევროკავშირი მხარს გვიჭერს დემოკრატიის საკითხში და ჩვენ ასევე ვსწავლობთ, რა არის დემოკრატია“, - განაცხადა ფაშინიანმა.
კობახიძე: ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, უმნიშვნელოვანესია
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)