|
2024-02-16 15:09:15, 1447 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთისგან კიდევ 58 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა
უკრაინასა და რუსეთს შორის დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების მორიგი გაცვლა მოხდა, რომლის ფარგლებშიც, კიევმა 58 ცხედარი დაიბრუნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს. საკოორდინაციო შტაბის ცნობით, ცხედრების გადაცემა ჟენევის კონვენციის ნორმებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვით განხორციელდა. "მორიგი რეპატრიაციის ღონისძიების შედეგადაც შესაძლებელი გახდა 58 დაღუპული დამცველის ცხედრის დაბრუნება. ღონისძიება სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (განსაკუთრებულ ვითარებაში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების კომისრის სამდივნო) თანამშრომლობით განახორციელა", - აღნიშნულია უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინამ 94 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა. აღსანიშნავია, რომ თავად რუსეთი არ აკეთებს საკუთარი გარდაცვლილი ჯარისკაცების აღრიცხვას, რათა არ მოხდეს მათი სრული რაოდენობის დადგენა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)