|
2024-02-16 14:51:40, 1941 ნახვა
ომი უკრაინაში
კუდრიაშოვი - რუსმა ოკუპანტებმა ავდიევკას ერთ-ერთ რაიონში უკრაინის არმიის მე-3 ცალკეული ბრიგადა ალყაში მოაქციეს [ვიდეო]
ავდიევკას ერთ-ერთ რაიონში მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადის ჯარისკაცები მთლიანად ალყაში იმყოფებიან, - ამის შესახებ მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადის მეთაურის მოადგილემ, როდიონ კუდრიაშოვმა განაცხადა. მისი თქმით, ქალაქის ზოგიერთ რაიონში ვითარება კრიტიკულია - „მტერმა ბრიგადა ზოგიერთ ადგილას - 180-გრადუსიან, ზოგან კი 360-გრადუსიან ალყაში მოაქცია". „მტერს მართლაც დიდი უპირატესობა აქვს ჩვენზე. მოწინააღმდეგე სამხედროებს შორის არიან რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები, რომლებიც მოწინავე პოზიციებზე იმყოფებიან ავდიევკაზე შეტევის დროს. რაც შეეხება ქალაქში არსებულ ვითარებას, ზოგან კრიტიკულია, ზოგან დაძაბული, სადღაც გვაქვს 180, სადღაც კი 360-გრადუსიანი ალყა. ვცდილობთ სიტუაციის გამოსწორებას. ამ მომენტში სიტუაცია რთულია, მაგრამ კონტროლირებადი“, - განაცხადა კუდრიაშოვმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)