|
2024-02-16 13:13:53, 653 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი გვარამიაზე - ბოდიშის ნაცვლად, ქართველ ხალხს პასუხად უბრუნებენ კვლავ რადიკალიზაციას, კვლავ იგივე რეჟიმის აღდგენის მუქარას
თავის დროზე, როდესაც ქართველმა ხალხმა ხელისუფლებას ჩამოაცილა მიხეილ სააკაშვილის ტირანული რეჟიმი, ხალხში იყო მოთხოვნები, ყოფილიყო პროცესი, რომელიც გაასამართლებდა იმ პერიოდის რეჟიმის შემოქმედებს. იცით, რომ მათ შორის გარედან მოხდა ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში იმისთვის, რომ დაეფარათ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი პასუხისმგებლობისგან,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით "მთავარი არხის" დამუფძნებლის, ნიკა გვარამიას ინტერვიუს. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "სწორედ გარედან ჩარევის გამო, თავის დროზე, მართლმსაჯულების აღსრულება ვერ მოხდა". "ჩვენ მიხეილ სააკაშვილის მაგალითზე ვხედავთ, როგორია ასეთი გარე ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში იმისთვის, რომ დამახინჯდეს, ხელი შეეშალოს მართლმსაჯულების აღსრულებას. ჩვენ ვხედავთ, რა ენერგია იხარჯება მიხეილ სააკაშვილზე ყალბი სტატიებით, ყალბი ექსპერტიზებით, უცხოელი პოლიტიკოსების ყალბი განცხადებებით და თქვენ წარმოიდგინეთ, რა სიტუაცია იყო ათი წლის წინ, როდესაც უფრო დიდი ტალღა იყო მაშინ იმისთვის, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ უცხოელ მფარველებს აერიდებინათ მათვის დამსახურებული სასჯელი და სასამართლო. სამწუხაროდ, თავის დროზე გარედან ჩარევის გამო, ვერ მოხდა მართლმსაჯულების აღსრულება, დღეს ბოდიშის ნაცვლად, ქართველ ხალხს პასუხად უბრუნებენ კვლავ რადიკალიზაციას, კვლავ იგივე რეჟიმის აღდგენის მუქარას“,- ამბობს პაპუაშვილი.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)