|
2024-02-15 14:52:41, 627 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - როდესაც სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში, თუ ვინმე იყო ნაძარცვი ბიზნესის გადანაწილებაში ჩართული, ერთ-ერთი იყო ხაზარაძე და მისი ბანკი
როცა საუბრობთ ისეთ პიროვნებაზე, როგორიც არის ბატონი ხაზარაძე, იგი უნდა მოიხსენიოთ კრიმინალად. შეგახსენებთ, რომ ბატონი ხაზარაძე არის გასამართლებული, თაღლითობაში იყო მხილებული, მას მიესაჯა და სასამართლომ აღიარა თაღლითად. კაცი, რომელმაც საკუთარი ბანკი, საკუთარი ინვესტორები გაძარცვა და თაღლითური სქემა შეადგინა,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, "სწორედ ხაზარაძე იყო ერთ-ერთი, ვინც სააკაშვილის ხელისუფლების დროს წართმეული ქონების და ბიზნესის გადანაწილებაში იყო ჩართული". "ხაზარაძე შემიძლია მოვიხსენიო სააკაშვილის მაროდიორად და რატომ - როდესაც სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში და ატერორებდა ჩვენს მოქალაქეებს, ართმევდა სახლებს, ბიზნესებს და ა.შ. - თუ ვინმე ამ ნაძარცვი ბიზნესის გადანაწილებაში, ქონებების მითვისებაში იყო ჩართული, ერთ-ერთი იყო ხაზარაძე და მისი ბანკი. იგი თავიდან ბოლომდე იყო ჩართული კრიმინალურ საქმიანობაში სააკაშვილთან ერთად",- განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, "ხაზარაძე ოცნებობს, რომ ბარიერი გადალახოს, შესაბამისად, მისი მხრიდან მოგებაზე საუბარი და ბიძინა ივანიშვილის მიმართ მუქარა უადგილოა". "ძალიან მაინტერესებს, კაცი, რომელიც ახლა ოცნებობს, რომ გადალახოს 5%-იანი ბარიერი, რომელ მოგებაზეა საუბარი და საერთოდ, რას იმუქრება ეს არარაობა ადამიანი, კრიმინალი, თაღლითი და ვის ემუქრება? ემუქრება ადამიანს, ვინც გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა და ნეოფაშისტური რეჟიმისგან იხსნა ხალხი, მოუტანა უწყვეტი, ხანგრძლივი მშვიდობა და ეკონომიკური კეთილდღეობა ჩვენს ხალხს. ამ ადამიანს ემუქრება თურმე ეს თაღლითი კიდევ ვიმეორებ და ყოველთვის გავიმეორებ - ამის მერე მას ყოველთვის შევახსენებ მის კრიმინალურ წარსულს. რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით, ვინ არის სააკაშვილი. ხაზარაძე და ყველა სხვა მასთან დაკავშირებული ოპოზიციური პარტიები ემსახურებიან სააკაშვილის პოლიტიკურ მიზნებს",- აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)