|
2024-02-14 22:27:19, 1518 ნახვა
ომი უკრაინაში
სირსკი - მირჩევნია რომელიმე პოზიციის დატოვება, ვიდრე მთელი პირადი შემადგენლობის დაღუპვა დავუშვა
ჩვენ არ შეგვიძლია, გვქონდეს იგივე დამოკიდებულება, როგორც რუსებს აქვთ. მირჩევნია რომელიმე პოზიციის დატოვება, ვიდრე დავუშვა მთელი პირადი შემადგენლობის დაღუპვა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა. როგორც სირსკი აღნიშნავს, უკრაინის მთავარი ღირებულება ჯარისკაცების და ოფიცრების სიცოცხლეა. „თავდაცვითი ოპერაციის მიზანია მოწინააღმდეგის ძალების გამოფიტვა, მათთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენება, ჩვენი სიმაგრეების გამოყენება, ტექნიკური თვალსაზრისით ჩვენი უპირატესობების, კერძოდ, უპილოტო საფრენი აპარატების და ელექტრონული ომის საშუალებების. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ტაქტიკა. მთავარი ღირებულება ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების სიცოცხლეა, იმ ქვედანაყოფების, რომლებიც ასრულებენ საბრძოლო მისიებს. ჩვენ არ შეგვიძლია, გვქონდეს იგივე დამოკიდებულება, როგორც რუსებს აქვთ. მირჩევნია რომელიმე პოზიციის დატოვება, ვიდრე დავუშვა მთელი პირადი შემადგენლობის დაღუპვა“, - განაცხადა სირკიმ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)