|
2024-02-14 17:51:14, 1387 ნახვა
ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - უკრაინელებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეძლეს - ეს დიდი მიღწევა და გამარჯვებაა
უკრაინელებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეძლეს, - ასე გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსული სადესანტო ხომალდის, "ცეზარ კუნიკოვის" ჩაძირვას. როგორც სტოლტენბერგი აღნიშნავს, მომხდარი არის დიდი მიღწევა და გამარჯვება. "ასე რომ, ახლა უკრაინას შეუძლია მარცვლეულისა და სხვა საქონლის ექსპორტი მსოფლიო ბაზარზე. სულ რამდენიმე თვის წინ ცოტას სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ ახლა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი რეალურად ხდება, მიუხედავად რუსეთთან შეთანხმების არარსებობისა. ეს აჩვენებს უკრაინის შეიარაღებული ძალების უნარებსა და კომპეტენციას. ეს, უპირველეს ყოვლისა, მათი ქმედებების, უნარების, გამბედაობის შედეგია, მაგრამ რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია ნატოს მოკავშირეების დახმარება და მხარდაჭერა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, უკრაინელმა სამხედროებმა შავ ზღვაში რუსეთის სადესანტო გემი ჩაძირეს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)