|
2024-02-10 14:09:37, 1818 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - რუსული ძალები კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით შეტევისთვის ემზადებიან
რუსული ძალები კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით შეტევისთვის ემზადებიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს. ISW-ს ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით რუსული ჯარების სამეთაურო პუნქტი მოინახულა და რუსეთის სარდლობისგან ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიიღო. "რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ რუსეთის დასავლეთის ძალების სამეთაურო პუნქტს ეწვია და რუსი მეთაურებისგან ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ ცნობები მიიღო. შოიგუს ვიზიტი შეიძლება მიუთითებდეს, რომ დასავლეთის ძალების დაჯგუფება ხელახლა აფასებს კუპიანსკი-სვატოვე-კრემინას ხაზის გასწვრივ მიმდინარე შეტევითი ოპერაციის ასპექტებს მას შემდეგ, რაც იანვარში რუსეთის გაძლიერებულმა თავდასხმებმა გამოიწვია მხოლოდ ზღვრული ტაქტიკური მიღწევები. შოიგუს ვიზიტი ასევე შესაძლოა მიუთითებდეს, იმაზე, რომ რუსეთის სამხედრო სარდლობა პრიორიტეტს ანიჭებს შეტევითი ოპერაციების განხორციელებას კუპიანსკი-სვატოვო-კრემენაიას ხაზზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)