00:36 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-30 09:38:26, 1111 ნახვა

მსოფლიო
მედია - ნიდერლანდები უკრაინის დასახმარებლად 122 მილიონ ევროს გამოყოფს

ნიდერლანდები უკრაინის დასახმარებლად 122 მილიონ ევროს გამოყოფს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ნიდერლანდების მიერ უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვის შესაძენად 87 მილიონი ევროა გამოყოფილი. 25 მილიონი ევრო კი უკრაინის საერთაშორისო ფონდს გადაერიცხება იარაღის შესაძენად.

მედიის ცნობითვე, აღნიშნული დახმარება საბრძოლო მასალის, იარაღისა და კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესებას მოხმარდება.

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის, კაისა ოლონგრენის განცხადებით, ქვეყნის მთავრობა უკრაინის კიბერთავდაცვის გასაუმჯობესებლად 10 მილიონ ევროს გამოყოფს.

"ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა არამხოლოდ მოკლევადიან პერსპეტივაში, არამედ გრძელვდიან პერსპექტივაშიც. ახლა მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ უკრაინას ვეხმარებით. ისინი იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის და იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ - თვითგამორკვევა, თავისუფლება, თანასწორობა, ადამიანის უფლებები", - განაცხადა კაისა ოლონგრენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics