01:35 - 26 Jun, 2026
|
2024-01-25 18:27:09, 777 ნახვა
მსოფლიო
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ უნგრეთი უკრაინის 50 მილიარდიან დახმარებას ვეტოს მოხსნის
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი დარწმუნებულია რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების პაკეტს ვეტოს მოხსნის. როგორც ვალტონენი აღნიშნავს, 22 იანვარს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსგან "პოზიტიური სიგნალი მიიღო". "მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ საბოლოოდ შევძლებთ უკრაინის დახმარების დამტკიცებას. თუ ვერ, ჩვენ ვიპოვით სხვა გამოსავალს", - განაცხადა ელინა ვალტონენმა. ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის გამოყოფილი ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი დაბლოკა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)