|
2024-01-25 10:16:14, 583 ნახვა
საზოგადოება
სააგენტო - ტანას და თეძამის მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 80 000 ქვირითით დათევზიანდა
ტანას და თეძამის დაცულ ტერიტორიებზე მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 80 000 ქვირითით დათევზიანდა, რაც აღნიშნულ დაცულ ტერიტორიაზე პოპულაციის აღდგენისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დათევზიანების პროცესში მონაწილეობას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე იღებდა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობების აღდგენა, დაცვა და შენარჩუნება. „გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს მდინარეების დათევზიანების აქტივობას სხვადასხვა ტერიტორიაზე და ეს თუ სხვა ანალოგიური პროექტი, რომლებიც ითვალისწინებს სახეობების ხელოვნურად მოშენებას და გამრავლებას, მანამდე გაგრძელდება, სანამ ამის საჭიროება იარსებებს”, - განაცხადა იური ნოძაზემ. დათევზიანების პროცესში მონაწილეობას ასევე იღებდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარლო ამირგულაშვილი, ველური ბუნების სააგენტოს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და მერიის წარმომადგენლები. ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს. 2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა. ნაკადულის/მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. შიდა ქართლში ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიები 2022 წელს დაარსდა და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის, გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის სახეობების, მათ შორის, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მრავალფეროვნებით. მდინარეების დათევზიანების ღონისძიება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, შესაბამის უწყებებთან ერთად, ტანას და თეძამის დაცულ ტერიტორიებზე უკვე მეორედ განახორციელა.
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)