01:40 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-11 16:17:32, 758 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილემ „112“-ის თანამშრომლებს საერთაშორისო დღე მიულოცა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს ეწვია და 11 თებერვალს „112“-ის საერთაშორისო დღე მიულოცა.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც შს მინისტრის მოადგილესთან ერთად სხვადასხვა ექსტრემალური სპორტის ფედერაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის მუშაობის სპეციფიკას სტუმრები ადგილზე გაეცნენ. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც მობილური ოპერატორების დაფარვის ზონის გარეთ არსებული გეოგრაფიული არეალიდან „GPS თრექერ“-ის საშუალებით „112“-თან წვდომას გულისხმობს. აღნიშნული „თრექერები“, რომლებიც „112“-მა საკუთარი ხარჯებით შეიძინა, განკუთვნილია ტურისტებისთვის და საქართველოს მაღალი რისკის მქონე რეგიონებში გადაადგილებული პირებისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ მიმართულებად 2015 წელს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა დასახელდა. აღნიშნულ თემაზე მიღებული ზარების შინაარსიდან გამომდინარე, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და „112“-ის ეფექტურ მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, ცენტრის 2 თანამშრომელს მადლობის სიგელი გადაეცა.

ცნობისთვის, „112“-ის საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანია გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის ამაღლება ადგილობრივ თუ რეგიონალურ დონეზე.

ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, 11 თებერვალი „112“-ის დღედ 2009 წელს გამოცხადდა. საქართველოში უკვე 3 წელია, რაც გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი ფუნქციონირებს, ხოლო ევროპის მასშტაბით ამ ნომრით1991 წლიდან სარგებლობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics