|
2024-01-23 20:43:08, 739 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - რუსეთის მხრიდან გარდაუვალ საფრთხეს ნატოს რომელიმე წევრის მიმართ ვერ ვხედავთ, თუმცა ვაკვირდებით იმას, თუ რას აკეთებს რუსეთი
ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან უშუალო ან გარდაუვალ საფრთხეს ნატოს რომელიმე წევრის მიმართ, თუმცა ყურადღებით ვაკვირდებით იმას, თუ რას აკეთებს რუსეთი, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, ნატოს წევრებმა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის საპასუხოდ, გაზარდეს თავდაცვითი წარმოება არა მხოლოდ უკრაინისთვის შემდგომი სამხედრო დახმარების გასაწევად, არამედ საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლადაც. "ჩვენ ვერ ვხედავთ უშუალო ან გარდაუვალ საფრთხეს ნატოს რომელიმე წევრის მიმართ. ასე რომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით რას აკეთებს რუსეთი, გავზარდეთ ჩვენი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, მაგრამ ამის მთელი აზრი არის ნატოს წევრზე თავდასხმის თავიდან აცილება", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)