01:36 - 26 Jun, 2026
|
2024-01-23 19:39:30, 675 ნახვა
მსოფლიო
კატარის საგარეო - ისრაელისა და „ჰამასის“ ომის დასასრულებლად მედიაცია კვლავ გრძელდება
ისრაელისა და „ჰამასის“ ომის დასასრულებლად მედიაცია კვლავ გრძელდება, - ამის შესახებ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაჯედ ალ-ანსარიმ განაცხადა. მაჯედ ალ-ანსარიმ ასევე ისაუბრა წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე და აღნიშნა, რომ ეს დიდი რეგიონული საფრთხეა, მაგრამ მისი შეჩერება სამხედრო გზით ვერ იქნება შესაძლებელი. „რაც შეეხება მედიაციის მცდელობებს, ის ამჟამადაც გრძელდება. კატარი პირველივე დღიდან არ გაჩერებულა და ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ მოვისმინოთ ერთმანეთის აზრები, მივიღოთ გადაწყვეტილებები კონფლიქტის ორივე მხარესთან კომუნიკაციისას“, - განაცხადა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)