09:59 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-18 18:07:53, 924 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - შანხაი ჩინეთის უმნიშვნელოვანესი ქალაქია, ეკონომიკური თვალსაზრისით თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პერსპექტივა არსებობს

შანხაი ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია, განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრისით, აქედან გამომდინარე, არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან დიდი პერსპექტივა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჩინეთში განაცხადა.

კობახიძის თქმით, შანხაის მუნიციპალური საბჭოს ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„ჩინეთში ვიზიტს განვაგრძობთ ქალაქ შანხაიში. შევხვდით შანხაის მუნიციპალური საბჭოს ხელმძღვანელობას. გვქონდა საუბარი თანამშრომლობის პერსპექტივებზე. განსაკუთრებით შევეხეთ ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს. შანხაი ჩინეთის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია, განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრისით, აქედან გამომდინარე, არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან დიდი პერსპექტივა და იმედი გვაქვს, რომ ამ პერსპექტივას მაქსიმალურად გამოვიყენებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ასევე ყუბანს და ვორონეჟის შეუტიეს
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
Axios: ტრამპმა ირანზე დარტყმების ბრძანება თურქეთში ყოფნისას გასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics