|
2024-01-11 17:51:03, 1470 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ბრძოლის ველზე პაუზა მხოლოდ რუსეთს დაეხმარება
ბრძოლის ველზე პაუზა მხოლოდ რუსეთს დაეხმარება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტალინში, ესტონეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი დიდი რაოდენობით დრონებს ყიდულობს ირანისგან და ცდილობს, რაკეტების მიწოდებაზე მიაღწიოს შეთანხმებას. „პაუზა ბრძოლის ველზე, უკრაინის ტერიტორიაზე – ეს არ არის პაუზა ომში. ეს არ ნიშნავს, რომ არის ომის შეწყვეტა და ამას არ მივყავართ რუსეთთან პოლიტიკური დიალოგისკენ. ეს პაუზა მხოლოდ დაეხმარება რუსეთს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვესმის მოცულობები, რამდენს, რას აწარმოებენ ისინი დღეს. ჩვენ ვიცით, ყოველდღიურად რამდენ დრონს, არტილერიას აწარმოებენ. ჩვენ ვხედავთ, რა აკლიათ მათ და რომ მათ დრონების, არტილერიის დიდი დეფიციტი აქვთ, ასევე რაკეტების“, - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ესტონეთის დედაქალაქ ტალინს დღეს, 11 იანვარს ეწვივნენ.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)