10:58 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-14 17:20:55, 721 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის ძალებს საქართველოში დამზადებული უპილოტო საფრენი აპარატები და ამერიკული რადარები გადაეცა

საქართველოს თავდაცვის ძალებს ქართულ-პოლონურ საწარმო „დელტა-ვებეში“ წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატები და ამერიკული წარმოების მრავალფუნქციური სარადარო სისტემები გადაეცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვაზიანის სასროლეთზე გამართულ საჩვენებელ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის უწყების ოფიციალური პირები, ასევე საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დაესწრნენ.

„სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვის მინისტრს საქართველოში დამზადებული უპილოტო საფრენი აპარატებისა და ამერიკული წარმოების სახმელეთო სათვალთვალო რადარების შესაძლებლობები და ტაქტიკური-ტექნიკური მახასიათებლები გააცნეს. სტუმრები WARMATE-ის და FLYEYE-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების სადემონსტრაციო ფრენებს დაესწრნენ, ასევე, სტაციონარული და მობილური სახმელეთო რადარების, სადაზვერვო დამრტყმელი კვადროკოპტერებისა და ბარაჟირებადი (კამიკაძე) უპილოტო საფრენი აპარატების გამოცდის პროცესს დააკვირდნენ.

უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებისა და აწყობის პროცესზე შპს „დელტა ინტერნეიშენალ“-ისა და პოლონური კომპანია „ვებე ელექტრონიქსს“ მიერ დაარსებული საწარმო შპს „დელტა-ვებე“ მუშაობს. აღნიშნული პროექტი დრონების ადგილობრივი წარმოების განვითარებას ისახავს მიზნად. პარალელურად, „დელტა-ვებე“-ს ბაზაზე შექმნილ ტრენინგ ცენტრში წარმატებით მიმდინარეობს დრონების ოპერატორების მომზადებისა და გადამზადების პროცესი.

მრავალფუნქციური სარადარო სისტემები და უპილოტო საფრენი აპარატები თავდაცვის ძალების განვითარების 2030 გეგმის შესაბამისად გადაეცა. აღნიშნული ტექნიკა თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებზე გადანაწილდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა შეზღუდა თევზის პროდუქტების მიწოდება ყველა სომხური საწარმოდან
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics