02:28 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-12 13:42:27, 842 ნახვა

პოლიტიკა
ხუნდაძე ოპოზიციას - გაჩვენეთ, როგორ შეიძლება EU-ს სტატუსის მოპოვება ომის, რევოლუციის და ცალ ფეხზე დგომის გარეშე

სულ რამდენიმე დღე დარჩა და ზეიმსაც და ხალხსაც ჩვენ გაჩვენებთ, ისევე, როგორც გაჩვენეთ, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება ომის, რევოლუციისა და ცალ ფეხზე დგომის გარეშე ღირსეულად, ამაყად და არა მორჩილებით. ტყუილს მოკლე ფეხი აქვს და იდექით ცალ ფეხზე, თქვენ მაინც მოგწონთ ეგ მდგომარეობა, ქვეყანა კი განაგრძობს წინსვლას, - ასე მიმართა ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებსა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ხუნდაძის თქმით, "ოპოზიცია სიცრუეზე დაფუძნებული ორმაგი სტანდარტით მოქმედებს".

"თქვენი ევროპელობის სურვილიც ყალბი რომ იყო, თავადვე ამხილეთ საკუთარი გუნდის წევრები, რომ მათ სტატუსის მინიჭება არ სურდათ და ხელის შესაშლელად დადიოდნენ ევროპაში, მაგრამ საბედნიეროდ, არ გამოუვიდათ და ქვეყანა რამდენიმე დღეში იზეიმებს ამ წინსვლას. ეს ზეიმიც გინდოდათ მიგეთვისებინათ, მაგრამ ხელში შეგრჩათ დიდი დროშა და ცოტა ხალხი.

ნურც პრეზიდენტის იმედი გექნებათ. მან თავისი არჩევნებისთვის ვერ მოაგროვა მხარდამჭერები და თქვენ როგორ მოგიგროვებთ? ხომ ნახეთ, რომ თურმე არც მიხეილ სააკაშვილს აწამებენ და არც კვდება - მოფერიანდა და არჩევნებისთვის ემზადება. თუმცა, მარტო ის არ ემზადება. გულწასულ და სულწასულ ოპოზიციას არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ამზადებენ რევოლუციამიუღწეველი ლობისტები შემდგომისთვის იმიტომ, რომ არჩევნებში მათგან არაფერი გამოვა.

NDI-მაც შეაშველა თავისი კვლევა, თითქოს ამომრჩევლების 62% გადაუწყვეტელია და ამით ქვეყანაში სურთ, მესამე ძალის მოთხოვნის ცრუ განწყობა შექმნან, მაგრამ NDI ისევე აცდება არჩევნების რეალურ შედეგებს, როგორც აცდა წინა 8 შემთხვევაში, თუმცა, "ქართული ოცნების" უპირატესობა მაინც ვერ დამალა.

მძიმეა ტყუილის ავტორობა, მძიმეა ცალ ფეხზე დგომა, მძიმეა აგენტობა და მონური ფსიქოლოგია და უპერსპექტივოა ორმაგი სტანდარტებით თამაში. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და იდექით ცალ ფეხზე, თქვენ მაინც მოგწონთ ეგ მდგომარეობა, ქვეყანა კი განაგრძობს წინსვლას", - განაცხადა ხუნდაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics