22:14 - 26 Jun, 2026
|
2023-12-09 14:43:55, 926 ნახვა
მსოფლიო
ირანის საგარეო - აშშ-ის მიერ გაეროს რეზოლუციისთვის ვეტოს დადების გამო ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის უკონტროლო აფეთქების საშიშროებაა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანსა და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრისას ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციისთვის ვეტოს დადების გამო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სიტუაციის უკონტროლო აფეთქების საშიშროება არსებობს. „ვიდრე ამერიკა მხარს უჭერს სიონისტური რეჟიმის დანაშაულებს და ომის გაგრძელებას, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სიტუაციის უკონტროლო აფეთქების საშიშროება არსებობს“, - განაცხადა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორში დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული პაუზისკენ მოწოდებას ითვალისწინებდა, აშშ-მა ვეტო დაადო.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)